LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა გაიყიდება მხოლოდ ქართველებზე, არის ურყევი

115

გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა გაიყიდება მხოლოდ ქართველებზე, არის ურყევი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მიწას ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. პროექტი, რომელიც არის შესული, მხოლოდ და მხოლოდ იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული მიწა განვითარდეს. ეს არის ძირითადი არსი ცვლილებისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გაიყიდოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე, არ არის შეცვლილი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს ექვსი დეპუტატის ინიციატივითა და ავტორობით წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g