LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და როდის შეძლებს ქალაქიდან გასვლას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის – სამინისტროს განმარტება

509
thumb

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალაქგარეთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, განმარტებას აკეთებს და მათ იმ განრიგს აცნობს, რომლის მიხედვითაც თბილისიდან გასვლას შეძლებენ.

„29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.

შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.

სასოფლოსამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლაშესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები