სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო მეტად იჭრებიან თქვენს ცხოვრებაში. ქურდების ნაცვლად სახლებში ჰაკერები აღწევენ. როგორც ირკვევა, სახიფათო ინფორმაციის გამოსაჭერად მთელი ინდუსტრიის მთელი ქსელი მუშაობს. BBC-ის ცნობით, ყოველ დღე “ facebook“-ში 350 მილიონი ფოტო იტვირთება, ამას ემატება ვიდეოკლიპები, რომელთა შინაარსიც შეიძლება შეიცავდეს კანონის ან ეთიკის ნორმების დამრღვევ ინფორმაციას.
facebook-ის მსგავსი სხვა საიტებიც არსებობს, შესაბამისაც ადვილი მისახვედრია, რომ დაუშვებელი ინფორმაციის გავრცელების ალბათობა სულ უფრო იზრდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით 300 ათასი ადამიანი აწარმოებს სოციალური ქსელების მონიტორინგს, ხოლო მილიონი ადამიანი კი ონლაინ უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხით მუშაობს.