Wizz Air-მა ქუთაისი-ბერლინის რეისი ვერ შეასრულა. ამ რეისის მგზავრებმა არ იციან როდის გაფრინდებიან სასურველი მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტი მათ წყალტუბოში, სასტუმროში გაჩერებას სთავაზობს.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.
გადაწყვეტილება კომპანიას ამ რეისთან დაკავშირებით, ჯერ არ მიუღია.
ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა სხვა ავიარეისი დაგეგმილი დროის მიხედვით შესრულდება.
“ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. მგზავრების ნაწილი თბილისში დარჩა, ნაწილი კი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.
რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.
ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.
აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.
სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.