ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მისაბმლიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ 126 – კმ 140 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ 1-კმ 126 ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.