1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.
2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში სხვა სიახლეებიც იგეგმება. 4 აგვისტოდან ქუთაისი პოლონეთის უძველეს და უდიდეს ქალაქ კრაკოვს დაუკავშირდება. ასევე, კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ათენის მიმართულებას. საბერძნეთის დედაქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.