საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირებას აცხადებს.
სტაჟირება მოიცავს ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს. რაც მთავარია, კომპანია აპლიკანტებს არ სთხოვს სამუშაო გამოცდილებას. ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა, დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში აეროდრომის ექსპლუატაციის, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭა
აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერტიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირების პერიოდში დარიცხული ანაზღაურება 625 ლარი იქნება. სტაჟირების შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება იქნება 1000 ლარი, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1375 ლარი.
2022 წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 30 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას [email protected] -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს.