LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებისთვის ახალი წესი ამოქმედდა

148
BeFunky-collage - 2025-09-16T232409.153

ქუთაისის აეროპორტში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდეს საზღვარზე, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და მათი დასრულდება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.

„ვაჩვენეთ ის მასშტაბი, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით ჩვენს აეროპორტში მიმდინარეობს. ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელიც იქნება F კატეგორიის ტიპის ხომალდებისთვის. შესაბამისად, ეს იქნება პირველად საქართველოში, როდესაც შეგვეძლება, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ მსგავსი ტიპის ბორტები.

მნიშვნელოვანია ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის მგზავრებზე ორიენტირებული და, შესაბამისად, ჩვენს მგზავრებს ვთავაზობთ ელექტრონულ სერვისებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოფრენის დარბაზში დავნერგეთ ახალი ელექტრონული გეითები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგში მოცდის პერიოდი 40 წამიდან 18 წამამდე შევამცირეთ.

საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდნენ საზღვარზე. მნიშვნელოვანია ასევე self-check-ინისა და ბარგის უკონტაქტოდ ჩაბარების სერვისები, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავნერგეთ. ასევე, ხაზგასასმელია საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებით დასრულებული პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი სკანერების დაყენებას, რამაც ყველანაირად შეამცირა საფრთხის შემცველი ნივთიერების შეტანა სტერილურ ზონაში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g