LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

79
30

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ თეიმურაზ ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 24 პაციენტი მკურნალობს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 2 ახალი პაციენტი დაემატათ და ექიმის თქმით, სოფელ ღვანკითიდან კიდევ ორი პაციენტი გადაჰყავთ.

თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, არცერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება.

ბოჭორიშვილის კლინიკიდან 2 მოზარდი გაეწერა

 

magti 5g