LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

86
Untitled design

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს სავარაუდოდ ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g