LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი განთავსდება

Parlament_of_Georgia_Kutaisi

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.

მეზვირშვილი ვარაუდობს, რომ ჰაბის შექმნით ხელი შეეწყობა ადამიანების დასაქმებას.

„სხვადასხვა საპოლიციო სერვისი იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისი. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, რომლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად დედაქალაქში თებერვლიდან გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები