საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების ზრდასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ქვეყანაში გამოჯანმრთელებილთა რიცხვმა დაინფიცირებულთა მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით 610 კოვიდინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, 269 პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა რეგიონებშიც. დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, სამი კი გასაწერად ემზადება. ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ისაუბრა. თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.
610 ინფიცირებული: საქართველოში კორონავირუსი უკვე 269 ადამიანმა დაამარცხა
მისივე განმარტებით, ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტია დარჩენილი.