LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება დაახლოებით 2 წელი არ მოხდება: მაია ბუწაშვილი

179
BeFunky-collage (7)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანში, განმეორებითი ინფექცია უკიდურესად იშვიათია. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა. ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები