ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, პარტნიორებთან ერთად, საახალწლო აქციები მოამზადა, მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო რომ გახდეს.
აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა 15 იანვრამდე შეეძლებათ:
- Roamingo – 31 დეკემბრის ჩათვლით, ის მგზავრი, რომელიც შეიძენს 1GB-დან 5GB-ის ჩათვლით, გაუორმაგდება GB-ების რაოდენობა. შეთავაზების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე როუმინგოს სტენდთან გამოცხადდნენ, რათა კომპანიის წარმომადგენლებმა გააქტიურონ საჩუქარი.
- GPC – 70%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ნაკრებებსა და პროდუქტებზე.
- Smart – 50%-იანი ფასდაკლება ჰოთ-დოგებსა და Dr.Pepper-ის სასმელზე (26, 27 და 28 დეკემბერი)
- Metro Georgia – სპეციალური ტარიფი ავტობუსის ბილეთებზე – 20₾ (31 დეკემბრამდე)
- Georgian Bus – 20%-იანი ფასდაკლება პრომო კოდით: HAPPYBUS2026 (25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით)
- Airfood – 20%-იანი ფასდაკლება სრულ პროდუქციაზე, ალკოჰოლის გარდა (25 დეკემბერი). ასევე, 31 დეკემბერს და 1 იანვარს, კომპანია მგზავრებს გაუმასპინძლდება ქართული ნუგბარით.
- Omnibus – 20%-იანი ფასდაკლება სპეციალური პრომო კოდით: OMNIBUS2026 (25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით)
- Coffeesta – სპეციალური ფასდაკლება 2 ცხელი შოკოლადის შეძენის შემთხვევაში (25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით)
- Globalcell – 10GB ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურებისას, SIM/eSIM ბარათი უფასოდ (15 იანვრის ჩათვლით)
შეთავაზებების პარალელურად, 25 დეკემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, აეროპორტში გაიმართება საახალწლო ღონისძიება – ტერმინალის ტერიტორიაზე მგზავრებისთვის განწყობის შესაქმნელად დრამერები პერფორმანსით წარდგებიან, სანტა კლაუსი კი ტკბილეულს დაარიგებს. ასევე, ბავშვებისთვის ჩატარდება სპეციალური ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც პატარა მგზავრები ჯინჯერის სათამაშოებს დაამზადებენ.
პარალელურად, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინსტაგრამ გვერდზე ციფრულად გათამაშდება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით 2 ავიაბილეთი.
