LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად განხორციელდება

10

22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის  მიმართულებაზე)

რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით რომელიც მოიცავს:

  • გარე განათების ქსელის მოწყობას
  •  ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას
  • ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.