ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე ქუთაისის უნივერსიტეტი საახალწლო ღონისძიებას აუქმებს და ახალგაზრდებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, გადასახადს უნახევრებს.
“ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაახალწლოდ დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებას ჯგუფ LOUDSPEAKER-ის მონაწილეობით, აუქმებს!
უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს.
საქართველოში ახალგაზრდების ნიჰილისტური და აპათიური განწყობის ერთ-ერთ საწყის მიზეზად მძიმე არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური პირობები მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის უნივერსიტეტი იღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და სწავლის გადასახადს უნახევრებს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რომლებსაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი საჩუქარია და ყველა განსაცდელის მიუხედავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”