ოჯახის ინფორმაციით, დათო ნოზაძე სახლიდან 23 მაისს, 06:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
“23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში მდებარე „მაგნიტის“ კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა”,- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოჯახის ინფორმაციით, ძებნის პროცესში პოლიციაც არის ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული დათო ნოზაძე თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის თანამშრომელია.
ამოცნობის შემთხვევაში. დარეკეთ ამ ნომერზე: ? 598 44 46 50
ამოცნობის შემთხვევაში. დარეკეთ ამ ნომერზე: ? 598 44 46 50