LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 60 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

75
DEVNNILEBI

60 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. ისინი ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

მათი განცხადებით, ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3 500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g