LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

59

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების გამო გაჩენილი ხანძარის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. თავდაპირველად, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორი დაშავებული გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით კიდევ სამი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g