LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში გარემოვაჭრემ თავის მოკვლა სცადა: ქუჩების სისუფთავის მსხვერპლი

90

ქუთაისში ე.წ. კიჩის ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა თავის ჩამოხრჩობა სცადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფიჩხიის მკვიდრი, აფხაზეთიდან დევნილი “გარემოვაჭრის” ჯ.დ.-ს თვითმკვლელობის მცდელობა, სწორედ მისი დახლის აღებას მოჰყვა.

მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეზობლების განცხადებით, ოჯახს ბანკის ვალები აქვს და ერთადერთი საარსებო წყარო ვაჭრობიდან შემოსული თანხებია.

ქუთაისის მერიამ, ე.წ. კეჩის ბაზრის ტერიტორიაზე, უკანონო ვაჭრობა აკრძალა. მთელი ღამის განმავლობაში დახლების დემონტაჟი მიმდინარეობდა.

წყარო: kutaisitoday.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g