LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობა იწყება

6284
66133033_1052393511623798_5453496550426673152_n

ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup  ქუთაისში, 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.  პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.  Made in Georgia- სწორედ ამ წარწერით ბრენდირებული ელექტრომობილები ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, წარმოებაში კი საბოლოოდ 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

„ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. აქვე გეტყვით, რომ სულ მალე მსოფლიო ქართული დიზაინით შექმნილ ელექტრომობილს გაიცნობს, რომელზეც ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს“, – აცხადებენ Aigroup-ში.

ცნობისთვის, ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup ოფიციალურ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინეს. პრეზენტაციაზე  მოწვეულები იყვნენ სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა  და მედიის წარმომადგენლები. ცნობილი გახდა, რომ ამ რეგიონში კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც Aigroup დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით.

„ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში  მომავლის პროექტები განხორციელდება, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. აქვე შეგახსენებთ, რომ Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g