LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა

549
ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო საფინანსო ინსტიტუტი, მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა.

პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ფინანსური ინვესტიციით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქარხანაში 360 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კომპანია 2024 წლისთვის მზის პანელების დამატებას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე ეტაპობრივად  გადასვლას გეგმავს.

„ვაინ კახეთი“ ღვინის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის  არის  რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმადობის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთის რეგიონის საუკეთესო ზონებში  საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„ვაინ კახეთი“ საქართველოს ბანკთან დიდი ხანია თანამშრომლობს და ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ბანკის მხარდაჭერით, 2019 წელს, „ვაინ კახეთის“ შვილობილმა კომპანია „ვივიმ“ ვენახები გააშენა, ხოლო 2021 წელს, ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ, სასაწყობე ფართი მოვაწყვეთ და რეზერვუარები გავმართეთ. მოხარული ვართ რომ ბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას ახალ წამოწყებებში და ამის დასტურია უკვე მესამე ერთობლივი პროექტი. ჩვენც არ ვჩერდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბიზნესს“, – განაცხადა  ლევან ზილფიმიანმა, „ვაინ კახეთის“ დირექტორმა.

„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მრავალი წელია მხარს ვუჭერთ აღნიშნული მიმართულების განვითარებას და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების წახალისებას. სწორედ ამ მიზნით და  ჩვენი მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული. მოხარულები ვართ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ვაინ კახეთთან“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც კარგად ესმის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ზიანის შემცირების მიზნით  მათ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქარხნის მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ვახორციელებთ და მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ კომპანიის სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალი პროექტების მხარდაჭერას მწვანე მიმართულებით.“ – განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები