LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები ჩაუტარეს

189
c7e79855600e409559560662d57b515a

იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “kutaisipost” ავრცელებს.

ლექციები, რომელიც “ქუთაისის უნივერსიტეტში” 3, 4 და 6 ივნისს გაიმართა, ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს.

„სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიაქოს დავალებით ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე,“ – ამბობს ხონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ლექციები არ წარმოადგენდა განათლების სამინისტროს პროექტს, უნივერსიტეტი დამოუკიდებელია და თავად წყვეტს რას ჩაატარებს.

ქუთაისის უნივერსიტეტში  აცხადებენ, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი,  მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

აღნიშნული ღონისძიება არ ჩატარებულა ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით, თუმცა, ქუთაისის უნივერსიტეტი ღიაა საზოგადოებისთვის და ყოველთვის მზად არის დაუთმოს სივრცე არაკომერციულ ღონისძიებებს, როგორიცაა საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაცია, მოხსენებები, ტრენინგები და ა.შ,“ – აცხადებენ “ქუთაისის უნივერსიტეტში”.

საპატრიარქოსთან, “kutaisipost” – ის მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ ხერხდება.

magti 5g