LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, მდინარე რიონიდან მეხანძრე-მაშველებმა 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

107
Untitled

ქუთაისში, მდინარე რიონიდან მეხანძრე-მაშველებმა 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g