LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა

700
ლიკა ტალახაძე

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვლილი ლიკა ტალახაძეა, რომელმაც 2 კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა.

არსებული ცნობითვე, ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მდგომარეობა გართულდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდას შესახებ Ambebi.ge-სთან საუბრობს მისი ნათესავი და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, არ იციან, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

„ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა
არა­ფე­რი ვი­ცით ჯერ, რა­ტომ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს.

რომ შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ექიმს უთ­ქვამს, ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა­აო. სხვა ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იყო ჩვე­ნი ლი­კუ­ნა. ძა­ლი­ან თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა, უკე­თი­ლე­სი. სულ იღი­მო­და, სულ ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და, დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა ლი­კუ­ნას­ნა­ი­რი გოგო. მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­იც­ნობ­და და მისი ღი­მი­ლი არ გა­ა­ბედ­ნი­ე­რებ­და. კის­კი­სა, მხი­რუ­ლი, ძა­ლი­ან ლაღი იყო ჩვე­ნი ლი­კუ­ნა. სა­ო­ცარ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი.

ორი წე­ლია რაც გა­თხოვ­და. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო შვი­ლის და­ბა­დე­ბით და ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ ახლა. მის გვარ­ში და სა­ბი­ძაშ­ვი­ლო­ში ერ­თა­დერ­თი პრინ­ცე­სა ჰყავ­დათ ჩვე­ნი ლი­კუ­ნა და პრინ­ცე­სა­სა­ვით გაზ­რდი­ლი გოგო აღარ გვყავს. მშობ­ლე­ბი არ ვიცი თუ გა­და­ი­ტა­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს“, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან საუბარში გარდაცვლილი გოგოს ნა­თე­სა­ვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g