LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

138
namaxvanihesiikjkj

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკოსები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამიოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – კომპანია “ენკამ” შეაჩეროს მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს. გარდა ამისა აქტივისტების ერთ-ერთი მოთხვნაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.

ცოტახნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აქტივისტების ერთ-ერთი მოთხვნაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g