ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 130 კვ.მეტრის ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელდა.