LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება

171
აგრობაზარი

28 მარტს, ქუთაისში, „გალას“ სივრცეში (ზ. ფალიაშვილის #29), 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება.

აგრობაზრის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტების კოორდინატორმა ანკა ბაბუნაშვილმა ისაუბრა:

ღონისძიებაზე მომხმარებელი შეხვდება 30-მდე ფერმერსა და მეწარმეს, მათ შორის გეოგაპით სერტიფიცირებულ ფერმერებსაც და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება.

აგრობაზრის ფარგლებში, გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, კულინარიული მასტერკლასები ჩატარდება.

აგრობაზარი ტარდება პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ქუთაისის საგაზაფხულო აგრობაზარზე დასწრება თავისუფალია.

magti 5g