LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სითითონი გაიმართა

124
12

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ევროკავშირის პროგრამის „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში ქუთაისში პროექტი CityThon განხორციელდა, რომლისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური  გზით განვითარებაზე მუშაობდნენ.

ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდებად Portall და Time Trips დაასახელა, რომლებსაც ჯილდოდ 5000-5000 ევრო გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები