ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სუპერმარკეტი „დეილი“ გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი პირი შევიდა და 1000 ლარამდე თანხა გაიტაცა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება ძარცვის მუხლით.
ავანგარდში, სულხან-საბას ქუჩაზე, „დეილის“ ქსელის ამ მაღაზიაში დანაშაული გასულ წელსაც მოხდა.
2017 წლის 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე, მარკეტში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა და დანის მუქარით 5000 ლარი გაიტაცეს, ასევე, წაიღეს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები.