LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება

139
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

დღეს, 20:00 საათზე, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციულ-სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (FabLab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის.

ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g