LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

lenti-patruli-1-770x433

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

შემთხვევის დროს ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g