LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვასროლიათა ერთ-ერთ ლიდერს რომ მივადექი, დამიანონსა, დაგველოდე, უარესებსაც ვიზამთო” – რას წერს ჟურნალისტი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე

614
BeFunky-collage (4)

“პირველი არხის” ჟურნალისტი, სალომე ქოქიაშვილი ცესკოსთან მიმდინარე აქციასა და შემდგომ მის დაშლას იხსენებს და ვრცელ პოსტში დეტალურად აღწერს მისი თვალით დანახული მოვლენების განვითარებას.

ჟურნალისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჯერ ერთმა ლოდმა იფრინა, მერე მეორემ, მესამემ…. მერე ვიღაც მარწმუნებდა რომ  მეჩვენებოდა და მხოლოდ ბოთლები დაფრინავდა  ჰაერში…     ასეთი ადრეც მინახავს… პოლიციელის ჩაფხუტების ქვეშ შეყრილი სიგრეტის ნამწვები? ეს ნამდვილად  პირველად …  მერე წყლის ჭავლი წამოვიდა, მიხვდი რომ ორი ამოცანა გვქონდა, ერთი მხრიდან ჭავლს უნდა ავრიდებოდით, მეორე მხრიდან მფრინავ ლოდებს და  ცეცხლმოკიდებულ ხის ნაჭრებს.  ცეცხლმოკიდებული საგანი მანამდე არ მომხვედრია,  კაი დიდი ქვის სიმწარე კი მახსოვს და ამიტომ ძირითად ქვების აცილებაზე  ვიყავი ორიენტირებული. მერე კამერა გაგვეთიშა….  მოფრინავდა და მოვფრინავდა ეს  ქვები, ძირითადი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე -პოლიციის კორდონამდე აღწევდა, იქიდანაც მოდიოდა საპასუხო ჭავლი.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

მე და ოპერატორი შუაში ვიდექით  უკვე გათიშული კამერით და  ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვიღაცეებს ფეხებში ვუვარდებოდი ქვა აღარ ისროლოთ, აქციის მონაწილეებს ხვდებათ-მეთქი,  ვეხვეწებოდი, მერე მომიბრუნდა ერთი-ორი და  შენ საერთოდ ვინ გეკითხებაო,  გვითხრეს და ვაკეთებთო, წამოვიდა ის ქვები ჩემსკენ,   ლამაზ ეპითეტებთან ერთად, ვიღაცეები ჩადგენ შუაში. შესაძლოა სხვა ლიდერებიც იყვნენ იქ და მე არ დამინახავს, მაგრამ ვინც დავინახე მათგან,   მთელი ამ მოვლენების განმავლობაში დავით ბაქრაძე დასდევდა ამ   ქვებმომარჯვებულებს   და სთხოვდა გაჩერებულიყვნენ, მართლა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ბოლომდე სიმშვიდისკენ მოიწოდებდა ყველას…სხვა ლიდერებიც მახსოვს, უფრო სწორად მათი ზურგები, რო გარბოდნენ არ იყვნენ მაინცა და მაინც კაი სანახავები . სახელებს არ დავწერ,  ისედაც ყველა  მიხვდება, ყველაფერი რომ დასულდა, მშვენიერი მშრალი კოსტიუმები ეცვათ..  ჰოო და კიდევ,  თავად აქციის მონაწილე ახალგარდების ნაწილი, მათ შორის ,,გირჩის” ბავშვები შევნიშნე, როგორ ცდილობდნენ სხვები შეეჩერებინათ, ზოგისთვის ქვა გამოერთმიათ, ზოგისთვის ის ცეცხლმოკიდებული ჯოხები, თუ რაც იყო და    როგორ სთხოვდნენ სხვებს სიმშვიდე შეინარჩუნეთო, აქ მშვიდობიანი პროტესტისთვის ვართ მისულებიო და მადლობა მათ … ასე იყო ეს ამბავი. ჰო, აი იმათ კი, ვიცნ ეს ამბები წამოიწყო, ქვები რომ წამოკრიფეს,  კორდონს დაუშინეს, ზედ ცეცხლმოკიდებული   ხეები თუ ათასი მამაძაღლობამიაყოლეს, ის მამაძაღლობა საკუთარ  პარტკომს  ესროლონ, ზუსტად ვიცი ვინც იყვნენ, სახეზე ვცნობ უმეტესობას!!!

edited: ჰო, ბოლოს  ყველაფერი რომ მორჩა და ქვასროლიათა ერთ-ერთ ლიდერს რომ მივადექი, სად იყავი შენ რატომ არ აჩერებდითქო, დამიანონსა, დაგველოდე, უარესებსაც ვიზამთო” – წერს სალომე ქოქიაშვილი.

“ვინც ამას ამართლებს, აღარასოდეს შემეხმიანოთ” – ტვ პირველის ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი

“დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა არის ხალხის მიმართ ზიზღის გამოხატულება!” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g