LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა” – “ტვ პირველის” დაშავებულ ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა

273
BeFunky-collage (3)

ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ნოდარ მელაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“ვინც ამას ამართლებს, აღარასოდეს შემეხმიანოთ” – ტვ პირველის ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი

“დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა არის ხალხის მიმართ ზიზღის გამოხატულება!” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

როგორც მელაძე წერს, ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა. ამასთან, ტელეკომპანია პირველის გენერალური პროდიუსერი წერს, დარბევისას ტელევიზიის ექვსი კამერა დაზიანდა.

“ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, საბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა. ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. :(((( ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია.”- წერს ნოდარ მელაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები