LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვევრის ფორმის კოტეჯები და სასტუმრო – კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

2753
1

კახეთის რეგიონში, სოფელ შალაურში ინოვაციური სასტუმრო აშენდება. „ქვევრი“ – ასე ერქმევა სასტუმროს, რომელიც სტუმრებს საქართველოს და რეგიონის მასშტაბით, სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს.

როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული ბიზნესიდეის ავტორმა და კომპანიის დირექტორმა გიორგი როჩიკაშვილმა განუცხადა,  სასტუმრო ერთი, 15–ნომრიანი ძირითადი შენობით და კოტეჯის სტილის 15- ქვევრით იქნება წარმოდგენილი.

სასტუმროს გარდა, 3 ჰექტარი მოცულობის მიწაზე საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი, მარანი, სპა, ტერასა, საბავშვო და დიდი აუზები განთავსდება.

„ამ ეტაპზე ბანკებთან პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაბებების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო დაფინანსების შემდეგ მშენებლობას დავიწყებთ”, – განაცხადა გიორგი როჩიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, იდეის მთავარი მიზანია ხელი შეეწყოს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ქვევრის ფორმის კოტეჯები, ძირითადად, ტურისტების მისაღებად იქნება გათვლილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g