LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა საგანგებო სიტუაციების ახალ მოდელზე გადადის – პრემიერი

53

ქვეყანა საგანგებო სიტუაციების ახალ მოდელზე გადადის. ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განიხილება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების მნიშვნელოვანი პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას და უფრო მაღალეფექტურია. მისივე განხადებით, ასევე, უფრო გამარტივებულია.

“დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც, ასეთ სიტუაციებში. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც, ესენია – მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით, სამეცნიერო წრეების ჩართვა,“ – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე.

„უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. „როზენბაუერი“ ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივი ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება “პიკაპის” ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება,“ – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g