LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური ინჟინრები ყველა მიმართულებით! სკოლა არ არსებობს, სადაც ამ მიმართულებით კადრი გაიზრდება!” – თეა გოდოლაძე

318
thea-godoladze-1

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ქვეყანაში გასატარებელ სამშენებლო რეფორმებზე წერს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ყველა კანონი გადასახედია.

გოდოლაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს.

“ქვეყანაში სასწრაფოდ გასატარებელია უმკაცრესი რეფორმა სამშენებლო და ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით! გადასახედია ყველა კანონი!

მისაღებია ევროკავშირის სამშენებლო რეგულაციები! და ყველაზე მნიშვნელოვანი, საკადრო პოლიტიკა! ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური ინჟინრები ყველა მიმართულებით! განათლების რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაქმნელია პროფესიული გადამზადების კურსები, განსავითარებელია სასწავლო პროგრამები, რომლებიც აღზრდის კონსტრუქტორ ინჟინერს, მშენებელ ინჟინერს! გეოტექნიკურ ინჟინერს, სამშენებლო მოედნის მენეჯერს და უამრავი დარგია, რომლის სპეციალისტები არ გვყავს და სკოლა არ არსებობს, სადაც ამ მიმართულებით კადრი გაიზრდება!

კანონი ერთია და მისი აღსრულება მეორე, ორივე მიმართულებით პრობლემაა! მშენებლობის შესახებ უფლებას არ უნდა გასცემდეს იურისტი, ან ფინანსისტი, არც ფეხბურთელი! არამედ კვალიფიციური ინჟინერ-გეოლოგი და მშენებელი ინჟინერი! უსაფრთხოებას ნებისმიერი ტიპის ნაგებობის ლამაზი ფასადი არ შველის!”, – წერს თეა გოდოლაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g