LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე თუ მიგვიყვანს, ჯადოქრობას გავაგრძელებთ“ – ნიკოლოზ სამხარაძე 

144
Untitled design (35)

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

სამხარაძის თქმით, მიესალმება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთვება.

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია.

რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოჰყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ახალი რეკომენდაციები.

ვინ შეასრულებს? – რა თქმა უნდა, მთავრობა და ხელისუფლება.

კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ.

ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ: ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით.

დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„სტატუსი გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს.. ვცდებოდით, როცა ვამბობდით, რომ „ოცნებას“ სტატუსი არ უნდა – ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შესრულების გარეშე“ – რომან გოცირიძე

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის – ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა“

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

პოპულალურები