LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში არსებულ ყველა სტრუქტურაში მაღალია პოლიტიზირების დონე“ – რას ელის კერძო სექტორი ახალი ბიზნესომბუდსმენისგან

83
ipiccy-image

2 წლიანი პასუზის შემდეგ, ბიზნესს ისევ ჰყავს ომბუდსმენი. რას ელიან მისგან და არის თუ არა დადებითი მოლოდინი ბიზნესსექტორში?

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ორი წელია ქვეყანას ბიზნესომბუდსმენი არ ჰყავს და შეიძლება ითქვას, ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესი დაუცველი იყო”, – ასე აფასებს “ბიზნესპარტნიორთან” რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელიას დანიშნვას. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენმა, პრობლემების მოგვარების მიზნით, ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს. “ოთარ დანელია ბიზნესს კარგად იცნობს, გარკვეული მიდგომები აქვს, ვნახოთ, ალბათ გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რაც ბიზნესს აქვს. უფრო მარტივად მოგვარდება”,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი კი ახალი ბიზნესომბუდსმენის დანიშვნით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ ყველა სტრუქტურაში მაღალია პოლიტიზირების დონე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება, რადგან ზოგადად საქართველოში ძალიან მაღალია პოლიტიზირების დონე და ყველა სტრუქტურა არის პოლიტიზებული. ასე რომ, არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ბიზნესომბუდსმენის დანიშვნით,“ – განმარტა თამაზ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ბიზნესობუდსმენის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მას შემდეგ რაც მიხეილ დაუშვილმა ეს პოსტი დატოვა და პარლამენტში გადაინაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები