LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენს – საქსტატი

77
1614232353945875208768858822583338657799411n

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.2 და 2.9 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამასთან, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.7 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის I კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.6 და 3.6 პროცენტული პუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g