LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ოქრო აღარ იყიდება: 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასი 2050 ლარიდან იწყება

3275
Wedding-Rings-Philippines

ქვეყანაში ოქროს ფასები გაიზარდა, რეალიზაცია კი მკვეთრად შემცირდა. პანდემიის დაწყების შედეგ, 1 გრამი ოქრო საქართველოში, დაახლოებით, 40 ლარით გაძვირდა და დღეს 1 გრამი ოქრო 118 ლარი ღირს.

ოქროს ბირჟის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირმა მოსიაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ტენდენციად იქცა ის, რომ მომხმარებლები ოჯახებიდან ყიდიან ოქროს. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ „თუ კიდევ ვინმეს სახლში დარჩა ოქრო, შემოდიან და აბარებენ“.

„რაც შეეხება რეალიზაციას, ვაჭრობა საგრძნობლად შემცირებულია. ამას არაერთი მიზეზი აქვს. თუმცა, ყველაზე მნშვნელოვანი ის არის, რომ ხალხში თანხა აღარ ტრიალებს“, – ამბობს ირმა მოსიაშვილი.

ის იქვე განმარტავს, რომ ამ ფონზე ოქრო ძალიან არის გაძვირებული. „დღეს დილერთან 10 გრამიანი საქორწილო ბეჭედი რომ იყიდო, 2050 ლარია საჭირო“, – განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ ოქროს ბირჟის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ მზარდია. ერთი უნცია ოქროს ღირებულება 1900 დოლარამდეა, მარტის ბოლოს კი მისი ღირებულება 1680 დოლარს შეადგენდა. სპეციალისტებს ოქროს ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება უჭირთ, ამბობენ რომ ოქრო, როგორც ერთ-ერთი საინვესტიციო აქტივი საკმაოდ დიდი მერყეობით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g