“ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა. არ იგულისხმება მარტო შანტაჟი” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა ,,რეაქციის” ეთერში ისაუბრა.
“თუნდაც ის ფაქტი, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არანაირ კაცურ, არანაირ ქართულ საქციელში არ ეწერება, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ პარლამენტიდან. ქალის მიმართ დამოკიდებულებაში არ ეწერება და, საერთოდ, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც გადმოიღო ძალიან კარგად წინა ხელისუფლებისგან. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ განადგურებულა და ყველაფერი მათ ხელშია”, – განაცხადა ხაზარაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე ეკა ბესელიას მორალი ახსენა.
ქალთა მოძრაობამ ბესელიას მხარდაჭერად პარლამენტთან აქცია დაგეგმა
"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა"
ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის შელაპარაკების შემდეგ, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.
ივანიშვილმა მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო – ეკა ბესელია