LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო – ეკა ბესელია

428
71109925-961833634150826-4313908733135552512-n

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას იხსენებს.

“მე მას ვუთხარი, რომ ვარ ის ადმაიანი, ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ ეს მოხდა შენი თანხმობითქო, რადგან წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 7 წელი მასთან ერთადგაიარა ეს გზა. ივანიშვილმა მითხრა, რომ  ამ ამბავმა მე უფრო დამაზიანაო, ვიდრე შენო და ეს “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებულიაო. ვუთხარი დამიდეთ კონკრეტული პირები, სახელი და გვარი, ვინ ჩაიდინა და რატომ გააკეთა, რადგან ეს ემთხვევა სასამართლოსთან დაკავშირებულ კონფლიქტს. მითხრა რომ კიო, ეს გაიხსნებაო და ამას მოყვა შემდეგი ფრაზა-  გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო “- თქვა ბესელიამ და დასძინა, რომ არ იცის ეს მინიშნება იყო თუ გაფრთხილება.

დეპუტატი ამჯერად ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, თორემ პასუხს მიიღებს ყველაფერზე.

,,ის 10-კაციანი სია მე გავაჩერე. აი, ამ ხელებით, იმ ხელებით, რომელიც ზარდიაშვილს მოხვდა დღეს, გავაჩერე და გადავეფარე ამ სიას…სილა მასაც და კოლექტიურად ყველას ეკუთვნოდა, ვინც ამ უმსგავსობაში და ამ მორალურ ტერორშია ჩართული ამდენი ხნის განმავლობაში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გადაცემა ,,რეაქციის” ეთერში განაცხადა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა ეს სილა ბიძინა ივანშვილსაც, დეპუტატმა აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარესაც ეკუთვნოდა ეს სილა”.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/960997797585878/?v=960997797585878

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე ეკა ბესელიას მორალი ახსენა.

ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის შელაპარაკების შემდეგ, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

ქალთა მოძრაობა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალ, 27 სექტემბერს 10 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.

ქალთა მოძრაობამ ბესელიას მხარდაჭერად პარლამენტთან აქცია დაგეგმა

"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები