LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა

72
Best-Protein-Sources

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში, ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია. ამავე პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g