ქვეყანაში შიდა ავიარეისებიც შეჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აწვდის.
„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით და COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის შიდა ავიარეისები: თბილისი – ბათუმის, ნატახტარი – მესტიის, ქუთაისი – მესტიის და ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით (და უკან) შეჩერებულია 2020 წლის 21 აპრილამდე“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.