LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც ქუჩაში ნაპოვნ საფულეს აუცილებლად უკან აბრუნებენ

275
20190626131706825432971

ექსპერტებმა ის რამდენიმე ქვეყანა გამოავლინეს, სადაც ქუჩაში ნაპოვნ საფულეს მფლობელს ყველაზე ხშირად უბრუნებენ.

სამოქალაქო პატიოსნების საერთაშორისო კვლევამ სამი ყველაზე პატიოსანი ქვეყანა დაასახელა, ესენი არიან: შვეიცარია, ნორვეგია და ჰოლანდია. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში საფულის დაკარგვა ტრაგედია ნამდვილად არ არის და მფლობელი მას უკან აუცილებლად დაიბრუნებს.

რაც შეეხება ტოპ-10-ში მოხვედრილ დანარჩენ ქვეყნებს, სადაც ასევე მარტივად აბრუნებენ ნაპოვნ საფულს და სხვის საკუთრებას ხელს არ ადებენ, არიან: დანია, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ახალი ზელანდია, გერმანია და საფრანგეთი. სხვათა შორის, ჯამურად, დანიელებმა, შვედებმა და ახალზელანდიელებმა ყველაზე მეტი თანხა დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო პატიოსნების საერთაშორისო კვლევა 40 ქვეყნის 355 ქალაქში ჩატარდა. ამავე კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე არაკეთილსინდისიერი ხალხი ბერძნები და იტალიელები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g