არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც სამსახურში ბედნიერებას განსაზღვრავს – ემოციური კავშირი გარემოსთან, ატმოსფერო კოლექტივში და ტექნიკური უზრუნველყოფა.
ყველაზე ბედნიერი თანამშრომლების გამოსავლენად კვლევა მსოფლიოს 15 ქვეყანაში ჩატარდა, გამოიკითხა 14 000 ადამიანი და გაირკვა, რომ საშუალოდ მოსახლეობის 71% სამსახურში თავს კარგად გრძნობს.
გამოკითხვის დროს ყურადღება შრომის პირობებსა და ემოციურ კმაყოფილებაზე გაკეთდა.
მე-10 ადგილი – იაპონია, 44%
ბევრის გასაკვირად, იაპონელები ყველაზე უკმაყოფილოები აღმოჩნდნენ სამსახურით. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ შრომის პირობები და ის თუ რას ელოდებიან მათგან, სრულებით მისაღებია.
მე-9 ადგილი – იტალია, 63%
ემოციური და კომუნიკაბელური იტალიელები ევროპელებს შორის ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.
მე-8 ადგილი – ესპანეთი, 68%
მიუხედავად სიესტასი, რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის, ესპანელები დროის უქონლობას და სამსახურში ნაკლებ ემოციურობას უჩივიან.
მე-7 ადგილი – პოლონეთი, 70%
აქ მომუშავე ადამიანებს სამი რამ აკმაყოფილებთ: შრომის პირობები, ზუსტი ცოდნა, რა ევალებათ და სამსახურის ემოციური ფონი.
მე-6 ადგილი – ჩინეთი, 71%
ჩინელები თვის ბევრ ევროპელ კოლეგებთან შედარებით, მაგალითად ესპანელებთან და იტალიელებთან შეედარებით, კმაყოფილები არიან.
მე-5 ადგილი – გერმანია, 74%
გერმანელები ყველაზე ხშირად უფროსის მხრიდან არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
მე-4 ადგილი – ბრაზილია, 77%
ბრაზილიელების უმეტესობას სამსახურის პირობები სრულებით აკმაყოფილებს.
მე-3 ადგილი – ჩილე, 77%
ბრაზილიელებისა და ბრაზილიელების მსგავსად, აქ დასაქმებულთა 77% ბედნიერია.
მე-2 ადგილი – მექსიკა, 81%
კვლევის თანახმად, მექსიკელებში საკუთარი მომავლისადმი დიდი ინტერესის გამო, სამსახურისადმი კმაყოფილება საკმაოდ მაღალია.
1-ლი ადგილი – ინდოეთი, 88%
მიუხედავად იმისა, რომ ინდოელები ტექნიკურად ყველაზე ცუდად არიან აღჭურვილები, საკუთარი საქმისადმი სიყვარული აქ ყველაზე მაღალია.









