ექსპერტებმა დაასახელეს ის ქვეყნები, სადაც სექს-სათამაშოების შეტანა სასტიკად აკრძალულია. ზრდასრულთათვის განკუთვნილი ნივთების მწარმოებელმა კომპანია Carvaka-მ გადაწყვიტა, რომ თავისი კლიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა. საქმე ისაა, რომ სექს-სათამაშოები კარგ სუვენირად თუ საჩუქრად ითვლება, ამიტომ ტურისტები მათთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. სპეციალისტებმაც შეადგინეს იმ ქვეყნების სია, სადაც მსგავსი ნივთით ჩასვლა შესაძლოა საკმაოდ სოლიდური ჯარიმით ან უფრო მეტიც -ციხით დასრულდეს. ასეთი ქვეყნების სიაში – ტაილანდი, ინდოეთი, ვიეტნამი, მალაიზია, საუდის არაბეთი და მალდივები მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ მალდივებზე ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მოქალაქეც კი დააკავეს და სექს-სათამაშოს შენახვისთვის 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ტაილანდი
ინდოეთი
ვიეტნამი
მალაიზია
საუდის არაბეთი
მალდივები





