ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე, – ამის შესახებ„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემა მორყეულია და მასში მყოფ ადამიანებს საქმის კარგად კეთების მოტივაცია აღარ აქვთ.
„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მის ამ განცხადებას წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვა მოჰყვა:
„ანუ სისტემიდან დაგეხმარნენ, სისტემაში შსს-ს გულისხმობთ? საზღვარში გადასვლაში დაგეხმარნენ?“.
რაზეც ბაჩიაშვილმა უპასუხა: “სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე”.