LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი საჰაერო დარტყმის ქვეშაა – საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

224
shutterstock-1686623344

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს.

“დაბეჯითებით გთხოვთ, არ გახვიდეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხულონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებიდან ირკვევა, ბათ იამის მერმა მიიღო გადაწყვეტილება დაიხუროს სანაპირო ზოლი.

“ნუ დაელოდებით ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს სანაპიროების დახურვაზე, თავი შეიკავეთ ღია სივრცეში გასვლისგან”,-ნათქვამია განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g